ლევან იზორია: სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს

სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს და წელს პარლამენტში განხილვები დაიწყება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც იგი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.
ლევან იზორიას განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა სამხედრო მოსამსახურეებზე იზრუნოს.
„პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომ სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმაზე მუშაობა დაიწყოს უკვე წელს და დაიწყოს განხილვები პარლამენტში. ვიწყებთ პილოტპროექტით და შემდეგ უკვე ეს დამოკიდებულია ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომ მოვიცვათ სრული სპექტრი. თუმცა, ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, ერთ-ერთ აუცილებელ თემად რჩება. რადგან სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს სამხედრო მოსამსახურეებზე, ვინც მზად არის, გაწიროს თავის თავი სამშობლოსთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები