ლევან იზორია: ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას

 

„13 აპრილს მექნება შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და იმსჯელებენ, დამატებითი რა სახსრები შეიძლება გამოიყოს თავდაცვის სამინისტროსთვის“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც იგი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.
„ჩვენი ერთ-ერთი ამბიცია უნდა იყოს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას. მთავრობისგან მაქსიმალური მზაობა არის ამ მიმართულებით და გვაქვს კონკრეტული გეგმები. საბიუჯეტო განხილვების პირობებში, 13 აპრილს ექნება შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და იმსჯელებენ, დამატებითი რა სახსრები შეიძლება გამოიყოს თავდაცვის სამინისტროსთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები