ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა

 ორთაჭალაში მამამ 24 წლის შვილი მოკლა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები