ირაკლი კობახიძე: ჩვენ, რეალურად, ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით

„ჩვენ, რეალურად, ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, 8 აპრილს გამართული შეხვედრისას, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი განიხილეს, სადაც საკითხთა მიმართ სრული კონსენსუსი გამოიკვეთა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრის განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წევრებთან, ასევე, კონსულტაციები მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია, რაც, ბუნებრივია, მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად დაწყებული პროცესი ბოლომდე კარგად მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები