ბექა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციაში ოჯახის მცნება უნდა ჩაიწეროს

“ოჯახის მცნება კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა უნდა ჩაიწეროს, რათა მორჩეს, ერთხელ და სამუდამოდ, ამაზე დავა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
​ნაცვლიშვილი თვლის, რომ დავა აღნიშნული საკითხის ირგვლივ პოლიტიკურ ელფერს იძენს და საჭიროა, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა დასრულდეს. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ქალის და მამაკაცის ერთობა ოჯახურ ჭრილში საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის კონსტიტუციაშია ასასახი.
„ოჯახის საკითხი არის ღირებულებათა ერთ-ერთი საკითხი და ღირებულებებს კონსტიტუციაში აქვს ადგილი. კონსტიტუციაში ოჯახის მცნება უნდა ჩაიწეროს, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა. ეს საკითხი წლებია პოლიტიკურ ელფერს იძენს და რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია ასეთი სახის ჩანაწერის გაჩენა კონსტიტუციაში, ესე იგი უნდა გაჩნდეს ეს ჩანაწერი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საგარეო კურსთან დაკავშირებით, ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი არ უნდა გაჩნდეს და იგი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებას არ ეთანხმება.
„საგარეო პოლტიკური კურსი ისეთი თემაა, რომელიც რა დროს რა მოქმედებას საჭიროებს არავინ იცის, ამიტომ მისი კონსტიტუციაში ჩაწერა, საგარეო პოლიტიკური კურსის, გაუმართლებლად მიმაჩნია, ქვეყანა, მოცემულობიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით“, -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები