მკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში – მოკლულია ცოლ-ქმარი

ოკუპირებული გალის რაიონში მკვლელობა მოხდა.  სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ. „მოამბის“ ინფორმაციით, მოკლულია ცოლ-ქმარი. ამ წუთებში ადგილზე ე.წ. აფხაზური მილიცია მუშაობს. როგორც ცნობილია, მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა.
გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციით,  მოკლულ  გია წურწუმიას, რამდენიმე დღის  წინ, ოკუპირებულ გალში უთანხმოება მოუვიდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები