ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებების გამო გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს

ეგვიპტეში კოპტურ ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში კოპტურ ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.
აფეთქებები დღეს ეგვიპტის ორ ქალაქში მოხდა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქალაქ ალექსანდრიაში მომხდარი აფეთქების შედეგად კი 11 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები