ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი მოქმედებს. რიგირც “საზოგადოებრივ მაუწყებელს” კაიროში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჩხიკვაძემ განუცხადა, ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებების შესახებ ცხელ ხაზზე ინფორმაცია არ შესულა.
“საელჩო საქმის კურსშია და ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა, დეტალური ინფორმაცია საათნახევარში გვექნება. ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა”, – განაცხადა გიორგი ჩხიკვაძემ.
ქალაქ ტანტაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
​ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +2010 110 888 44

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები