ილია მეორე: ადამიანმა უნდა გაუძლოს სიხარულსაც და მწუხარებასაც

სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, – ამის შესახებ პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.
მან მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღესთან დაკავშირებით იქადაგა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ადამიანმა უნდა გაუძლოს სიხარულსაც და მწუხარებასაც.
”დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა ”ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს ”ჯვარს აცვი ეგე”. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით.ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამინ!ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს და მთელ მსოფლიოს”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე დალოცა ჯგუფი, რომელიც იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები