დავით ბაქრაძე: ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი აღარასოდეს დაგვჭირდეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო 28 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღევანდელი დღე არის სიმბოლო საქართველოს ძალიან რთული, დრამატული და ამავე დროს გმირული ისტორიის. დღევანდელი დღე არის დღე იმ ადამიანების, ვინც 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე ასევე არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ეს არის ჩვენი ისტორია, ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენი ვალია, მოვიგონოთ გმირები და გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი აღარასოდეს დაგვჭირდეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები