“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ”

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.
„89 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ იდეისთვის ბრძოლაში საქართველომ მსხვერპლად მიიტანა არაერთი ადამიანის სიცოცხლე. მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამ მოვლენებიდან 2 წლის თავზე 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობას ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას და შემდეგ 9 აპრილს უკვე დადასტურდა საპარლამენტო გადაწყვეტილებით. ამიტომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ და ჩვენ ერთი წამითაც არ გვეპარება ამაში ეჭვი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 9 აპრილის მემორიალთან.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა და ათსობით მოქალაქე დაშავდა, 28 წელი გავიდა. ამ დღეს, ტრადიციულად, საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები