“ქართული ოცნების” წევრებმა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა.

მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. „9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში სწორედ ამიტომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოვედით აქ რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას ვინც გმირულად იბრძოლა იმისათვის რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვრა“ – განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნინო გიგინეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები