დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შვილები „ექსპერიმენტორიუმში“

2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს – „ექსპერიმენტორიუმს” ესტუმრნენ. ბავშვებს ფიზიკის ინტერაქტიულ მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ და აზოტის შოუს ნახვის საშუალებაც მიეცათ.
ექსკურსია პროექტ „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის“ ფარგლებში მოეწყო. დაღუპული და დაშავებული სამხედროების შვილები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამთვიან სასწავლო პროგრამაში არიან ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროექტის პარტნიორები არიან თავდაცვის სამინისტრო, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია „ტაქსიფაი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები