სირიაში აშშ-ის მოქმედებას ევროკავშირიც მიესალმება

სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას ევროკავშირი მიესალმება.  ამის შესახებ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„აშშ-მა აჩვენა მზადყოფნა, რომ ასეთი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყდეს. ევროკავშირი აშშ-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებს სირიაში ძალადობის შესაჩერებლად“, –  განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ჰომსთან მდებარე სირიის სამთავრობო ძალების ავიაბაზა დაბომბა. ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა 58 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები