რუსეთში მკვლელობაში ბრალდებული სომხეთის მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სომხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 2 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება.
35 წლის მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კონფლიქტის ნიადაგზე ორ მკვლელობისთვის იძებნებოდა. ის ადრეც არაერთხელ არის ნასამართლევი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ოლქის ლენინსკის რაიონში ავტომობილის საბარგულში ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები