სომალიში ნაღმზე მიკროავტობუსი აფეთქდა – 17 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა სომალიში ნაღმზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ინციდენტი სომალის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მიკროავტობუსით მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. აფეთქების მომენტში მიკროავტობუსში 23 ადამიანი იმყოფებოდა.
სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „აშ შაბაბი“ მოქმედებს. ამ დაჯგუფების მიერ რამდენიმე დღის წინ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები