ლავროვი: სირიაში სარაკეტო დარტყმის დროს დაღუპულ ადამიანებს შორის რუსეთის მოქალაქეები არ არიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სირიაში ამერიკელების სარაკეტო დარტყმის დროს რუსეთის მოქალაქეები არ დაღუპულან. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სერგეი ლავროვმა, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სირიის სამთავრობო ძალების ბაზაზე დარტყმას აგრესიის აქტი უწოდა. მან ეს ქმედებები 2003 წელს აშშ-ის მიერ ერაყში შეჭრას შეადარა.
„ეს ძალზე მოგვაგონებს 2003 წლის სიტუაციას, როდესაც აშშ ერაყში შეიჭრა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე, რითაც საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია“, – განაცხადა ლავროვმა ტაშკენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკამ არ შეიწუხა თავი, რათა იდლიბში ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაცია გამოეძიებინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკული სამხედროების მეირ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რუსეთი სირიაში ავიაციის უსაფრთხოების შესახებ აშშ-სთან ხელმოწერილ შეთანხმებას აუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები