უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უვიზო მიმოსვლა უკრაინელებისთვის შენგენის ზონაში მაქსიმუმ 2 თვეში ამოქმედდება

უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მაქსიმუმ 2 თვეში ამოქმედდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა.
კლიმკი8ნის აზრით, ამის შემდეგ უკრაინელების ვიზიტები ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზრდება და წელიწადში 150 მილიონს შეადგენს. გასულ წელს ევროკავშირში უკრაინის მოქალაქეები 15 მილიონჯერ ჩავიდნენ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 6 აპრილს უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ეს საკითხი ევროპის საბჭომაც უნდა დაადასტუროს.
მანამდე ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები