ტრამპი აშშ-ში ჩინეთის ლიდერს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ფლორიდის შტატში ჩინეთის ლიდერს სი ცზინპინს შეხვდა. ამის შესახებ  Washington Post-ი იუწყება.
ჩინეთის და შეერთებული შტატების ლიდერის შეხვედრა ოფიციალური სადილით დაიწყო, რომელსაც მათი მეუღლეებიც ესწრებოდნენ.
როგორც სადილის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მისთვის ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა დიდი  პატივი იყო და ის იმედოვნებს, რომ ეს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების დასაწყისი იქნება.
ტრამპის და სი ცზინპინის მოლაპარაკების დაწყებამდე გაიმართება გულახდილი დისკუსია ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან დაკავშირებით და ჩინეთი-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებზე.
ტილერსონმა ასევე განაცხადა, რომ „ჩინეთი შეიძლება გახდეს ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის მიზანი ჩრდილოეთ კორეის უგუნური საქციელის შეჩერება და აღმოსავლეთ აზიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები