პრეზიდენტი: ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას

“სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ელოდება დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას.
„გასულ წელს, ნოემბერში, ახალ პარლამენტს მივმართე და მაშინ მოხსენებით შევეხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად, აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობასაც. რა მივიღეთ ხუთი თვის თავზე?! – სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე, მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში ჩატარდეს დებატები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიქნებოდი, ზუსტად ასევე, თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ და ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს საზოგადოების გამთლიანებაა“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები