“პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება”

​”პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება”, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დებატები პრეზიდენტის მოხსნების შინაარსის ირგვლივ გაიმართება.
„დღეს ჩვენ მოვისმენთ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს. მოხსენების შინაარსს ბუნებრივია, პრეზიდენტი განსაზღვრავს. შემდეგ კი გაიმართება საპარლამენტო დებატები. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მხრიდან. ამ დებატების ფორმატში, გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები და იმედია, რომ საინტერესო დისკუსია შედგება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დებატები პრეზიდენტის მოხსენების ირგვლივ უნდა აიგოს. ასე რომ, ჩვენ, პირველ რიგში, დაველოდებით მოხსნების შინაარსს“,-განაცხადა კობახიძემ.
​პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსნების წინ პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოხსენების წინ გამართულ შეხვედრაზე მოხსნების შინაარსის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები