კახა ძაგანია: ბლოკების გაუქმების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

​”ჩვენ ვთვლით, რომ მანდატები უნდა იყოს პარიოტეტულად გადანაწილებული”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ განაცხადა.
​ძაგანია ხელისუფლების წინადადებებს მანდატების, ბლოკების გაუქმების და მაჟორიტარული ინსტიტუტის შესახებ არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დებულების მიღების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავენ.
„ბლოკების გაუქმება არის ერთ-ერთი უსამართლო ნაბიჯი, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, ასევე მიმაჩნია, რომ დარჩენილი მანდატების გადანაწილება უნდა მოხდეს თანაბრად, ხელისუფლებას, ასევე შევახსენებ,. რომ წლების მანძილზე გვაქვს საკმაოდ მავნე მაჟორიტარული ინსტიტუტი, რაც უნდა გაუქმდეს, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღებს დადგენილებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ პროცესს“, – განაცხადა კახა ძაგანიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები