პუტინმა აშშ-ის ქმედებას სირიაში სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სირიაში აშშ-ის სარაკეტო დარტყმას  სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია უწოდა. პუტინის პოზიცია მისმა  პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა.
„ვაშინგტონი ამ ნაბიჯით სერიოზულად აზარალებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომელიც ისედაც რთულ პერიოდს განიცდის“, – განაცხადა პესკოვმა.
პუტინის აზრით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის  საკითხში საბოლოო მიზანს არ აახლოებს, არამედ ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას ხელს შეუშლის.
ცნობისთვის, აშშ-მა საბრძოლო ხომალდებიდან სირიის სამთავრობო ძალები ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. დარტყმა ქალაქ ჰომსის მახლობლად მდებარე შაირათის ავიაბაზაზე განხორციელდა. საერთო ჯამში, ამერიკელებმა 60-მდე რაკეტა გაუშვეს.
ამ ავიაბაზიდან 3 დღის წინ, სირიის ავიაციამ იდლიბის პროვინციაში ქალაქ ხან-შეიხუნზე განახორციელა დაბომბვა და ამისთვის ავიაცია გამოიყენა. დაბომბვის შედეგად, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამერიკელი სამხედროების დაბომბვის სამიზნე  ასაფრენი ბილიკები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ასევე საწვავის ავზები იყო.
როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რუსეთის სამხედრო ობიექტები სირიაში დარტყმის ობიექტებს შორის არ ყოფილა. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები