“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 6 აპრილის 22:00 საათიდან, 7 აპრილის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ჭიჭინაძის, წურწუმიას, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს.

წმინდა ბარბარეს, ქვემო მელითონელთა და აეროდრომის დასახლებას .

კრწანისის რაიონში:

ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები