გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის ზღვაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთად დავით ნარმანიასთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან ერთად თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ინიციატივით გაიმართა, რომელმაც გამწვანების მიზნით თბილისს რაჭაში საკუთარი ეზოდან 5000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი საჩუქრად გადასცა.
2500 ნერგი სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო და გამწვანებულ ზონას სიმბოლურად „რაჭის ხეივანი“ დაერქვა.
როგორც აღინიშნა, ფიჭვის ამდენივე ნერგი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის სკვერშიც დაირგვება.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უკვე მესამე წელია საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს.
გამწვანების აქციაში “ჰუალინგ” ჯგუფის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები