საქართველოს პრეზიდენტი ხვალ კანონმდებლების წინაშე ანგარიშს წარადგენს

ხვალ, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგება. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.
კონკრეტულად კი პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა – მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით. ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.
პარლამენტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები