სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ნამდვილად შიმშილობს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე ნამდვილად შიმშილობს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც დეკანოზი მოინახულა.
„მამა გიორგი მამალაძე ნამდვილად შიმშილობს. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს”, – განაცხადა ბრაჭველმა.
ამასთან, დეკანოზი დღეს ციხეში მისმა ადვოკატებმაც მოინახულეს.
მამა გიორგის მონახულებას ხვალ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილიც გეგმავს.
ბრალდებულმა დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო. მამა გიორგის მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები