უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე ორი ქალი დააკავეს, რომლებიც საზენიტო ქვემეხის გადატანას აპირებდნენ

უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე ორი ქალი დააკავეს, რომლებიც საზენიტო საარტილერიო დანადგარის გადატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ“ პოლონეთის რადიო“ იუწყება.
„ქვემეხი ფურგონით გადაჰქონდათ, იარაღი დეკლარაციაში იყო მითითებული როგორც „ჰიდრავლიკური კომპონენტი“. დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, ტვირთი ამოღებულია“, – განუცხადეს „პოლონეთის რადიოს სასაზღვრო უწყებაში.
ასეთი ტიპის ქვემეხი თვითმფრინავების და რაკეტების ჩამოსაგდებად გამოიყენება. ის, ძირითადად, საბრძოლო ხომალდებზეა დამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები