ლევან გოგიჩაიშვილი: პრეზიდენტი ვერ ერკვევა, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში

„საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ე.წ. მოსმენების კანონი გააკრიტიკა და ხელისუფლება საბჭოურად აზროვნებაში დაადანაშაულა.
“თუ პრეზიდენტისთვის არის საბჭოთა კავშირი ის, რომ ადამიანები ინსტიტუტებს ენდობიან, მაშინ ეს, მე ვფიქრობ, მისი პრობლემაა, იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ერკვევა რას ნიშნავს ინსტიტუციური ნდობა.
პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, არის არათანმიმდევრული და საერთოდ ხედვა არ აქვს, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა და როგორ უნდა მუშაობდნენ სპეცსამსახურები საქართველოში, მაშინ, როდესაც ის არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები