დავით სერგეენკო თამბაქოს გაყიდვების შემცირების მომხრეა – ეს ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს

“თამბაქოს ინდუსტრიას თუ გაყიდვები შეუმცირდება, გამიხარდება, რადგან ეს ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
​როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი.
”ასეთი ტიპის ცვლილებები, რაც ახლა იწყება საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, დიდი ხანია დაწყებულია. მათთვის ეს სიახლე არ უნდა იყოს. თუ მათ გაყიდვები შეუმცირდებათ, მე, პირადად, მხოლოდ გამიხარდება, რადგანაც ეს ჩვენ ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს, ბევრად მეტი ადამიანი იქნება ჯანმრთელი და იცხოვრებს უფრო ხანგრძლივად”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომელიც ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა, მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები