ალექსანდრე ბარამიძე: როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა

“როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტამბულის კონვენციის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას განაცხადა.
ბარამიძემ აღნიშნული განცხადება ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის, გიორგი ლომიას კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება თუ არა ტრანსგენდერებს და ჩაითვლება ტრანსგენდერი თუ არა ქალად.
​”ეს არის ცალკე კანონმდებლობის თემა. ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს ამ კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ – როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა, თუმცა ეს მოცემული კანონმდებლობის თემა არ არის. ეს სხვა კანონმდებლობის თემაა”, – განმარტა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები