17 ვეტერანისათვის მაღალხარისხიანი გერმანული პროთეზი დამზადდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აპრილს განხორციელდა ვეტერანების პროთეზირების მე-8 ეტაპი, ამ ეტაპზე 17 ვეტერანისათვის მაღალხარისხიანი გერმანული საპროთეზო საშუალების მორგება/დამზადება მოხდება.
​აღნიშნული ღონისძიება 2015 წლიდან ხორციელდება და მემორანდუმის ფარგლებში, 93 ვეტერანისთვის მაღალხარისხიანი პროთეზი დამზადდა. საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით, შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე გერმანიიდან, კომპანია ,,ottobock”-იდან მოვლინებულია მაღალი კვალიფიკაციის პროტეზისტ-სპეციალისტი ტიგრან გარიბკო, რომელიც ვეტერანებს დამხმარე საშუალების მორგების გარდა, საპროთეზო საშუალების მორგებისა და დამზადების შემდგომ, მათი სრულყოფილად მოხმარების შესახებ კონსულტაციებსაც გაუწევს, რაც ხელს შეუწყობს ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის პროცესს.
დღეს, ვეტერანებისთვის საპროთეზო საშუალებების მორგების პროცესს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები