ტალებ რიფაი: ჩვენ ვმოგზაურობთ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც პატივს ვცემთ, რადგან ამ გზით საკუთარი თავის პატივისცემასაც ვსწავლობთ

“ჩვენ ვნახულობთ იმ ქვეყნებს, სადაც პატივს ვცემთ საზოგადოებას, კულტურას, ადამიანურ სიკეთეს, რადგან ამ გზით, ჩვენ საკუთარი თავის პატივისცემასაც ვსწავლობთ“,-ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ტალებ რიფაიმ აღნიშნა, საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველები არიან.
მისივე თქმით, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს საკუთარი მთებით, პლაჟებით, მდინარეებით, თუმცა არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მიითვისოს სხვა სახელმწიფოს მოსახლეობა.
„ჩვენ არ მივდივართ იმ ადგილებში, რომლებზეც კარგი წარმოდგენის არ ვართ. ჩვენ ვნახულობთ იმ ქვეყნებს, სადაც პატივს ვცემთ საზოგადოებას, კულტურას, ადამიანურ სიკეთეს, რადგან ამ გზით ჩვენ საკუთარი თავის პატივისცემასაც ვსწავლობთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ განაგრძობენ ადამიანები საქართველოს მონახულებას, რადგან არსებობს პატივისცემა. საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველები არიან. სწორედ ეს განასხვავებს მას, რადგან მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს საკუთარი მთებით, პლაჟებით, მდინარეებით, თუმცა არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, მიითვისოს სხვა სახელმწიფოს მოსახლეობა. თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანები ხართ და უნდა იამაყოთ ამით.
სწორედ ამიტომ განაგრძობს ხალხი საქართველოში ვიზიტს და ამ ინდუსტრიის განვითარებას, რადგან მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი უმთავრესი დანიშნულება ამ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მოგზაურობის დროს ჩვენ არ დავივიწყებთ ბუნების, კულტურის, მასპინძელი საზოგადოების პატივისცემას”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტალებ რიფაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები