ნიკოლოზ ნათენაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურ მდივანს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 1-5 აპრილს, ბანგლადეშში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები