გია ჟორჟოლიანი: თვითმმართველობის რეფორმირებაზე მსჯელობა ლეგიტიმურია

“ჩვენთან თვითმმართველობა ფეხს იდგამს და ამიტომ საჭიროებს რეფორმირებას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანი თვითმმართველობის რეფორმირებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ თვითმმართველობის დახვეწაზე მსჯელობა აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გამხდარიყო.
„როცა ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებულია რაიმე სახის კანონპროექტი, თვითმმართველობაზე ჩვენ მხოლოდ ვმსჯელობთ, ვმსჯელობთ მის დახვეწაზე, რადგან ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობა ახალი ფეხადგმულია და ამ რეფორმაზე მსჯელობა დანაშაული არ არის. ამ რეფორმებს თანასწორობა და სისტემურობა სჭირდება, ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი იმას, თუ რა მიზანი უნდა ჰქონდეს ამას. ზოგიერთ ქვეყანაში არის სხვადასხვა დონის თვითმმართველობები სხვადასხვა კომპეტენციით, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენთვის მისაღებ მოდელზე, გავაგრძელოთ მსჯელობა და მივიდეთ საუკეთესო ვარიანტამდე. რა საჭიროა ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, არ ვიცი”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები