პაკისტანში ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. დაღუპულები, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ტერორისტული თავდასხმა სამხედროების მანქანაზე განხორციელდა, რომლის მახლობლად თვითმკვლელმა თავი აიფეთქა.
ცნობისთვის, პაკისტანში ბოლო თვეებში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები