გია ჟორჟოლიანი: პრეზიდენტის გამოსვლით, მე ველოდები ოპოზიციონერის პოლემიკას

პრეზიდენტი პრობლემებს კი არ უნდა ნუსხავდეს, არამედ გუნდთან შეთანხმებულად მათ გადაჭრაზე უნდა ზრუნავდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, ჟორჟოლიანის აზრით, იმ პრობლემების აღნუსხვა იქნება, რაც ქვეყანაშია, ჟორჟოლიანი პრეზიდენტის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არაადეკვატურად თვლის და აცხადებს, რომ პრეზიდენტი, სამთავრობო გუნდთან ერთად, პრობლემების გადაჭრის გზებზე უნდა ზრუნავდეს.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ფუნქცია, რაღაც გაუგებარ მნიშვნელობას იძენს, პრეზიდენტი არაა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ის პრობლემების მონიტორინგს ახორციელებდეს, მე პრეზიდენტის გამოსვლით ველოდები ოპოზიციონერის პოლემიკას, რაც ჩემთვის გაუგებარია. პრეზიდენტი არის სამთავრობო გუნდის წევრი და პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია ამჟამად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უნდა ზრუნავდეს მათ გადაჭრაზე“, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები