გია ჟორჟოლიანი: არ მჯერა კვლევების და არ მგონია, ასეთი რეიტინგი ჰქონდეს პრეზიდენტს

“კვლევებს ზედმეტ ყურადღებას უთმობს მედიაც და საზოგადოებაც”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანი ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებს, პოლიტიკოსების რეიტინგებთან დაკავშირებით, უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც კვლევებს ატარებენ, გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან.
„ინგლისში, სადაც ადეკვატურად ტარდება ეს კვლევები, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერდა ბრიტანეთის ევროპაში დარჩენას, რეფერენდუმმა კი ეს ვერ აჩვენა, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს კვლევები ხშირად მცდარია და ვფიქრობ, რომ მედია და საზოგადოება მათ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მე არ მჯერა, კვლევების და არ მგონია, ასეთი რეიტინგი ჰქონდეს პრეზიდენტს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები