ირაკლი კობახიძე ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯიკო ლუვენს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას შეეხო. მხარეები მაღალი დონის გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები