ირაკლი კობახიძე ბუტანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუტანის ზედა პალატის თავმჯდომარეს, სონამ კინგას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის, განათლების, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის და ამ მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები