დიმიტრი ქუმსიშვილი: პრემიერთან გამართულ დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრემიერთან დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას.
„პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, მინისტრთა კაბინეტის რომელი წევრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში“, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები