NATO-ს სამოკავშირეო ოფისში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე იმსჯელეს

2017 წელის 31 მარტს, თბილისში, NATO-ს სამოკავშირეო ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “საქართველოში არსებული სიტუაცია – გამოწვევები და შესაძლებლობები”, რომელზეც განხილული იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხები.

მრგვალი მაგიდა გახსნა სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, რომელიც მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე 40-,დე ექსპერტს და აღნიშნა, რომ ამ სახის შეხვედრები და დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც უკეთ გაანალიზებს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დასავლელი პარტნიორებისათვის, რითიც მათ შესაძლებლობა ექნებათ უფრო ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს.

რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ექსპერტმა ირაკლი ტორონჯაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები