,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი სამაგიდო თამაშის წარდგინება სასახლეში

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაშის წარდგინება გაიმართა. მოსწავლეებს საინტერესო ლექცია ჩაუტარა და თამაშის წესები გააცნო სამაგიდო დაფის ავტორმა, ფილოლოგმა, ლევან გელაშვილმა. მოსწავლეები დიდი ხალისით და ინტერესით შეუდგნენ თამაშს.
ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში ლიტერატურული მარულაა, რომელიც მარათონულ პრინციპზეა დაფუძნებული. პოემის ლიტერატურული რუკა შოთა რუსთაველის ციტატების მიხედვითაა შედგენილი. მოთამაშეები რიგრიგობით აგორებენ კამათელს და შესაბამის სვლებს აკეთებენ. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი მივა ფინიშთან. გამარჯვებულს უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. აფორიზმების კარგად ცოდნასთან ერთად მას იღბალიც სჭირდება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგების და გათავისების ძალიან კარგი საშუალებაა მთელ მსოფლიოში. ამ მხრივ მოცემული თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს შეიცავს, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება. ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია მკითხველის იდენტიფიკაცია მის რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ თამაშს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციითაა წარმოდგენილი. თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში – მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორზმებით იხსნება იმ სამყაროს კარი, რომელშიც ორგანულ ნაწილად იგრძნობ თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები