მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ – ღონისძიება გაიმართა

მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიის კაბინეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ლექცია – საუბარი ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის, გეოგრაფიის წრის (პედაგოგი ეკა ელიზბარაშვილი) მოსწავლეებისათვის: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სასახლის აღზრდილმა დავით დონდუამ ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და მთავარ მიმართულებებზე, როგორიცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე. აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მომავალ თაობას მეტ შესაძლებლობას აძლევს ჭეშმარიტი ევროპულ ფასეულობების გასათავისებლად, მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ასამაღლებლად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები