ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით, 17 ქართველი დააკავეს

ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ მადრიდსა და ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების 17 პირი დააკავა, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან. დაჯგუფება ესპანეთის ორ უდიდეს ქალაქში ბინების ძარცვით იყო დაკავებული.
ამის შესახებ ესპანური გამოცემა „Eldiario“ იუწყება. ეს პირების საერთო ჯამში 47 ძარცვის ფაქტია. არიან ეჭვმიტანილები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში. 17 ქართველის გარდა, ერთიო სომეხი ეროვნების პირი დააკავეს, რომელიც ნაძარცვი საქონლის რეალიზებით იყო დაკავებული.
ისევე როგორც ესპანეთში დაკავებული წინა ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, ეს პირებიც, ელექტროტექნიკის, საიუველირო ნაწარმი და კომპიუტერების მოპარვით იყვნენ დაკავებულები. გამოძიება ესპანეთში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ახლაც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები