შსს-მ, იმ ღამის კლუბის თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ტურისტები სტუმრობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმ ღამის კლუბის თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ინდოელი ტურისტები სტუმრობდნენ და პერსონალს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ინდოეთის მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის მუხლით გამოძიება დაიწყო.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, თბილისში ინდოელ ტურისტებს თანხა გამოსძალეს.
ინციდენტი ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. როგორც ტურისტები ყვებიან, მათ ორ ბოთლ ლუდში 3 ათას ლარზე მეტი გადაახდევინეს, წაართვეს ტელეფონიც. ტურისტები თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები