შსს-მ ინდოეთის მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ძარცვის მუხლით, გამოძიება დაიწყო

ინდოეთის მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის მუხლით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აუცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
დამატებით დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.
როგორც ცნობილია, თბილისში ინდოელ ტურისტებს თანხა გამოსძალეს.
ინციდენტი ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. როგორც ტურისტები ყვებიან, მათ ორ ბოთლ ლუდში სოლიდური თანხა გადაახდევინეს, წაართვეს ტელეფონიც.
ტურისტები თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები