“რუსთავი 2”-ში, “მარაოსა” და “კომედი არხზე” რეორგანიზაცია დაიწყო – ფინანსური პრობლემები ჰოლდინგში

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და მის ჰოლდინგში შემავალ ტელეარხებზე “მარაოსა” და “კომედი არხზე” რეორგანიზაცია დაიწყო. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რეორგანიზაცია ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გვარამია გამორიცხავს რომელიმე არხის მთლიანად დახურვას. მისი თქმით, რეორგანიზაცია კონკრეტული გადაცემების დახურვას გულისხმობს.
“ჩვენი ქონება დაყადაღებულია. ამ დროის განმავლობაში, ინვესტირება არავის გაუკეთებია. შესაბამისად, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს იმ გადაცემებს, რომლებიც შესაძლოა, დაიხუროს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს დეტალები აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები