ეროვნული სასახლის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლის პროექტების, სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.
​ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, აღსანიშნავია სასახლის რებრენდინგი, ინფრასტრუქტურული ცვლილება, სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრის მიერ არაფორმალური სწავლების მოდულების შემუშავება, მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო პროექტები, მუზეუმის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სასახლეში სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეები მოეწყობა, დაარსდება ალექსანდრე ქართველიშვილის სამუზეუმო კუთხე, განახლდება პლანეტარიუმი.
უახლოეს მომავალში სასახლის 75 წლის იუბილე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სასახლის ისტორიული შენობის შესახებ სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმისა და კატალოგის შექმნა.
სასახლეში ყოველწლიურად არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმიც იმართება. ასევე, დაარსდა სასახლის მეცენატთა და მეგობართა კლუბი, მიმდინარეობს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი “საუბრები სასახლის სამკითხველოში”. არაფორმალური განათლების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოდელის მიხედვით, მომზადდა თანამედროვე არაფორმალური განათლების გზამკვლევი, ასევე, ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაფორმდა ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმები.
ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას სასახლის კურატორი, ქ.თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები