გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.
„ჩვენთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მათ შორის დებატები. ჩვენ გავითვალისწინეთ პრეზიდენტის პოზიცია და, შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატები იქნება გათვალისწინებული.
შესაძლოა დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მისი ყოველწლიური გამოსვლის ირგვლივ დებატები შესთავაზა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღემდე აცხადებდნენ, რომ დებატების საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 7 აპრილს წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები